საკასაციო სასამართლომ გააუქმა სასამართლოს გადაწყვეტილება რობერტ ქოჩარიანის და სხვათა საქმეზე
ანტიკორუფციულმა საკასაციო სასამართლომ გააუქმა მოსამართლე ანა დანიბეკიანის 2021 წლის გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის, კუხო-ს (CSTO) ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოჰანიანის და ყოფილი ვიცე-პრემიერის საქმის შეწყვეტის შესახებ.
ცნობას საკასაციო სასამართლო ავრცელებს.
საქმე ანტიკორუფციულ სასამართლოში გადაგზავნილი ხელახალი განხილვისთვის. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე გადააგზავნა ანტიკორუფციულ სასამართლოში. უფრო ადრე კი კონსტიტუციურმა სამასამრთლომ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 309.1 მუხლის მე-3 ნაწილი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ცნო. ამ გადაწყვეტილებამ პროკურატურას საშუალება მისცა გადაკვალიფიცირებინა ბრალდებები რობერტ ქოჩარიანისა და სხვათა მიმართ და დაეწყო ახალი გამოძიება სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის, ყოფილი ვიცე-პრემიერის არმენ გევორგიანის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოჰანიანის და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, კუხო-ს (CSTO) ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ. 2021 წლის 26 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო 300.1 მუხლი და მიიჩნია არაკონსტიტუციურად, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
2021 წლის 6 აპრილს ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა „1 მარტის“ საქმეზე რობერტ ქოჩარიანის, არმენ გევორგიანის, სეირან ოჰანიანის და იური ხაჩატუროვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, არაკონსტიტუციურად აღიარებული 300.1 მუხლით.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 მარტის საქმეზე ქოჩარიანისა და არმენ გევორგიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით შეწყდა.