სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15-16 სექტემბერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე სომხეთში დაჰყოფს.
16 სექტემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რასაც მოჰყვება არარატ მირზოიანისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივი პრესკონფერენცია.
საფრანგეთის მხარდაჭერა სომხეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობისკენ სწრაფვისადმი ურყევია. ამის შესახებ სტეფან სეჟურნემ სომხეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ გაგზავნილ წერილში განაცხადა.
„საფრანგეთი დგას სომხეთის გვერდით. ის ისტორიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და ჩვენი მხარდაჭერა მისი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობისკენ სწრაფვისადმი ურყევია. ჩვენი თანამშრომლობა სომხეთთან არის ძლიერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ვთანამშრომლობთ თავდაცვის სფეროშიც. „საფრანგეთი-სომხეთის“ ინიციატივით ჩვენ ვიცავთ მათ, ვინც სომხეთის მხარდაჭერაშია ჩართული“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სომხეთსა და მოლდოვაში დაგეგმილ ვიზიტებზე, სეჟურნემ განაცხადა, რომ ის ეწვევა სომხეთსა და მოლდოვას, რადგან მათ აირჩიეს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გზა, გზა ევროპისკენ, რომელიც დესტაბილიზაციის მცდელობებისა და მიუღებელი ზეწოლის წინაშე დგას.