არსენ ხარატიანს აყოვნებენ აეროპორტში
„ალიქ მედიის“ დამფუძნებელი არსენ ხარატიანი 17 სექტემბრის გამთენიიდან ახსნა-განმარტების გარეშე იმყოფება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შსს-ს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ. მას სატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლება არ აქვს.
არსებული ინფორმაციით, არსენ ხარატიანი აეროპორტში 5 საათზე მეტია იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა თითქმის ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც არსენ ხარატიანს, მიზეზის დაზუსტების გარეშე, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ აეროპორტში აცნობა, რომ მისი საქართველოში შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ 2 საათის შემდეგ მას შესვლის უფლება მისცეს.
ხარატიანის თქმით, დაახლოებით ორი საათის შემდეგ მას საქართველოში დარჩენის უფლება მიეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მხოლოდ გამოსცა გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. მათ ხარატიანს არ განუმარტეს, რა შემთხვევებზეა საუბარი.
„ალიქ მედია ჯორჯიასთან“ საუბარში ხარატიანმა განაცხადა, რომ არ იცის რა გახდა მისი საქართველოში შესვლის აკრძალვის მცდელობის მიზეზი. მისი თქმით, მსგავსი ვითარება აქამდე არასდროს ყოფილა.