ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაჰიდ აჰმადიმ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკური მოღვაწეებისგან მოსალოდნელია სერიოზული პოზიციები რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით და ზანგეზურის დერეფანთან და ირანის ინტერესებთან დაკავშირებით საჭირო გაფრთხილებების გაცემა, წერს ირანული სააგენტო ISNA.
„ის პოზიცია, რომელიც რუსებმა ცოტა ხნის წინ წამოაყენეს ზანგეზურის და ადრე სპარსეთის ყურის (სამ) კუნძულზე განხილვის შესახებ სწორი არ არის.
ამიტომ, ამ საკითხთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესებთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან მოსალოდნელია სერიოზული პოზიცია და აუცილებელი გაფრთხილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.