ქალღმერთ ანაჰიტის ქანდაკება სომხეთშია
ნაყოფიერების და დედობის სომეხი ქალღმერთის, ოქროს დედის, ანაჰიტის თავის ქანდაკება და მარცხენა ხელი გაერთიანებული სამეფოდან სომხეთში ჩამოიტანეს.
21 სექტემბრიდან ისინი სომხეთის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება გამოფენის ფარგლებში, სახელწოდებით „დედა ქალღმერთი. ანაჰიტიდან მარიამამდე“.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა განაცხადა, რომ გამოფენის ცენტრშია ქალღმერთ ანაჰიტის ბრინჯაოს ქანდაკება, მაგრამ იქნება რამდენიმე ექსპონატიც.
„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა“, – განაცხადა ჟანა ანდრეასიანი.
მთავრობამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 15 მილიონ 693 ათასი დრამი (დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი) გამოუყო დროებითი გამოფენის „დედა ღვთაება. ანაჰიტიდან მარიამამდე“ ორგანიზებისთვის, ასევე ქალღმერთ ანაჰიტისადმი მიძღვნილი ბრინჯაოს ქანდაკებიდან შემონახული თავისა და ხელის გამოფენის პოპულარიზაციისთვის.
ჩვ.წ.აღ-მდე II-I სს. დათრიღებით ქალღმერთ ანაჰიტის ქანდაკება სომხეთში 6 თვის განმავლობაში გამოიფინება.