პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სომხეთში ჩავა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტი 18-19 სექტემბერს სომხეთს ეწვევა. როგორც “ARMENPRESS”-ი სომხეთში გერმანიის საელჩოს გზავნილიდან არკვევს  ვიზიტის ფარგლებში განიხილება სომხეთის პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება. მაიკლ როტი ასევე გამართავს პრესკონფერენციას.    დღის წესრიგთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button