საერთაშორისო

ერდოღანის განცხადება ისრაელში შესვლის შესახებ ხმაურიანი დიპლომატიის გამოხატულებაა  –    თურქოლოგი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადება ისრაელში შესვლის შესახებ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ხმაურიანი დიპლომატიის გამოხატულება, რადგან ერდოღანი ხშირად აკეთებს მსგავს განცხადებებს, რომლებიც რეალურ საფუძველს მოკლებულია.

თურქოლოგმა, აკადემიკოსმა რუბენ საფრასტიანმა “ARMENPRESS” -თან საუბარში ეს მოსაზრება გამოთქვა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე, რომ თურქეთს შეუძლია ისრაელში პალესტინელების დასახმარებლად შევიდეს, როგორც ეს მოხდა ლიბიასა და მთიან ყარაბაღში.

„ფაქტობრივად, თურქეთს, რა თქმა უნდა, არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს რაიმე სამხედრო მოქმედება ისრაელის წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად ის ფაქტი, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე, არამედ ის, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები დიდად იქნება დამოკიდებული შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე მსგავსი ოპერაციის განხორციელებისას.   ერდოღანის განცხადება მხოლოდ ხმაურის შესაქმნელად  არის“, – განაცხადა საფრასტიანმა.

მისი რწმენით, თურქეთის პრეზიდენტის ნაბიჯი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას მუსლიმურ სამყაროში, რომელიც ხასიათდება როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით.

„გარე გარემოებაა ის, რომ ერდოღანს ნებისმიერ ფასად სურს თურქეთის რეპუტაციის ამაღლება მუსულმანურ სამყაროში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაბულ ქვეყნებს ამ პირობებშიც ნორმალური ურთიერთობა აქვთ ისრაელთან.  მეორეც, თურქეთის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს  არ წყვეტს.  ხალხი ამას ხედავს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ფარული ვაჭრობა გრძელდება, განსაკუთრებით ენერგომატარებლების სფეროში. რაც შეეხება შიდა ფაქტორს, თურქეთში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ერდოღანის პარტიის ავტორიტეტი საგრძნობლად დაეცა, ოპოზიციამ კი მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი გავლენა და პოზიციები. ამ ვიტარებაში ერდორანს ჭირდება  უფრო მიიზიდოს ქვეყნის პროისლამური  მასა“,  – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

ნახეთ მეტი
Back to top button