მთავარიპოლიტიკა

კუხო  (ОДКБ) საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის მომავალ არსებობას და მის სუვერენიტეტს  –   ფაშინიანი

კუხო  საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის მომავალ არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას. ამის შესახებ დღეს, 18 სექტემბერს, მსოფლიო სომხურ სამიტზე განაცხადა სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და შეახსენა, რომ სომხეთმა გაყინა წევრობა ამ სტრუქტურაში.

„ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, ცდილობს თუ არა სომხეთი კუხო-ში დაბრუნებას. ჩვენ სრულად აღვადგენთ ჩვენს საქმიანობას კუხო-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები იქნება გაცემული. ჩვენი ხაზგასმიდან ორი წელი გავიდა, პასუხები არამარტო  არ გაუციათ და უკვე აშკარაა, რომ არ გასცემენ. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ეს პასუხები არ მოგვისმენია  და არ დავრწმუნებულვართ,  ყოველ წუთშ სომხეთი უფრო და უფრო შორდება კუხო- ს.

ავიაციაში არის ფრაზა „უკან დაბრუნების წერტილი“, ჩვენს შემთხვევაში კი – თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ ჩვენ გავივლით იმ ზღვარს საიდანაც არ ბრუნდებიან. მაშინ არავის არ ექნება რაიმე ლეგიტიმური მიზეზი ან საბაბი, რომ დაგვადანაშაულოს ამაში“, – ამტკიცებდა ის.

ნახეთ მეტი
Back to top button