ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა არ გამორიცხა მომავალში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა მომავალში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა. ამის შესახებ მან სომხეთის მეორე მსოფლიო სამიტზე ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა.„ჩვენ შემოგვაქვს გაზი რუსეთიდან, გაზი შემოგვაქვს ირანიდან. რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანიდან იყო განცხადებები, რომ სამომავლოდ მშვიდობის შემთხვევაში სომხეთს შეუძლია გაზის შემოტანა აზერბაიჯანიდანაც. თუ წარმოვიდგენთ, რომ ტრანზიტული გაზსადენი სომხეთის ტერიტორიაზე გადის, მაგალითად, ნახიჩევანსა და თურქეთში, ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ფაშინიანმა.