საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ 9.6%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.6%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4%); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7%); განათლება (21.3%); დამამუშავებელი მრეწველობა (11%); მშენებლობა (13%); ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3%); სხვა სახის მომსახურება (-1.4%).
დაზუსტებულ მონაცემებს „საქსტატი“ 2024 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/08/2024 – საქსტატი: 2024 წლის ივლისში მშპ 13%-ით გაიზარდა
- 31/07/2024 – საქსტატი: 2024 წლის ივნისში მშპ 7.5%-ით გაიზარდა
- 28/06/2024 – საქსტატი: 2024 წლის მაისში მშპ 9.2%-ით გაიზარდა
- 19/06/2024 – საქსტატი: 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ 8.4%-ით გაიზარდა