ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონდეს მოდულური ატომური ელექტროსადგური, რათა სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს საფრთხე არ შეექმნას – ფაშინიანი
სომხეთის რესპუბლიკაში ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამის შესახებ დღეს, 18 სექტემბერს, სომეხტა მსოფლიო სამიტზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ამ საკითხში მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ გვქონდეს მცირე მოდულური ატომური ელექტროსადგური. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ ამის გაკეთება ის არის, რომ ექსპერტების განმარტებით მოდულური ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარია ადგილობრივი მნიშვნელობის ინციდენტად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ მოდულური ტექნოლოგიით აშენებულ ატომურ ელექტროსადგურში, ღმერთმა არ ქნას უბედური შემთხვევა მოხდა, 500 მეტრის მოშორებით დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ევაკურება არ ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბედური შემთხვევა არ ემუქრება გარემოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია მოდულარული ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიის გამოყენების ეტაპს.
„აშშ არის ქვეყანა, რომელმაც ამ ნხრივ ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ამას საფრანგეთი, რუსეთი და სამხრეთ კორეაც აკეთებენ. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. ამ წუთში არის პრობლემა. მსოფლიოში არ არსებობს მოქმედი მოდულური ატომური ელექტროსადგური, არის რამდენიმე მშენებარე. მაგრამ გვწამს, რომ ეს აუცილებლად მოხდება“.