არცახში განხორციელებული აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ
არცახის ცხრათვიანი ალყის შემდეგ, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა და მას “ანტიტერორისტული ოპერაცია” უწოდა. თავდასხმის წინა დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ ცრუ შეტყობინება გაავრცელა დანაღმვის და დივერსიული ოპერაციების შესახებ.
აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 181 სამხედრო მოსამსახურე იყო, 15 დაკარგულად ითვლება. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის ციხეებში 23 სომეხი იმყოფება. მათ შორის არიან არცახის ხელმძღვანელებიც.
19 სექტემბერს, არცახის თავდაცვის არმიამ გამოაცხადა, რომ დაახლოებით 11:10 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმტყორცნების გამოყენებით დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არცახის რესპუბლიკის ასკერანის რაიონში.
13:00 საათისთვის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დააფიქსირა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. საკონტაქტო ხაზზე გამოიყენებოდა სარაკეტო არტილერიაც.
13 საათის და 40 წუთის მდგომარეობით სტეფანაკერტში საჰაერო განგაში გამოცხადდა. არცახის საინფორმაციო შტაბმა გაავრცელა განცხადება, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი თავდასხმა არცახის რესპუბლიკაზე, გამოიყენება საარტილერიო საშუალებები და დრონები.
ბრძოლები საკონტაქტო ხაზზე 20 სექტემბერს დილითაც გაგრძელდა.
არცახის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის რეკომენდაცია ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ცეცხლი არცახში დაახლოებით 15:00 საათზე შეწყდა.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიამ არცახის წინააღმდეგ შეუძლებელი გახადა სომეხი მოსახლეობის უსაფრთხო არსებობა არცახის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 25 სექტემბერს, გამთენიისას, არცახის საინფორმაციო შტაბმა განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს არცახიდან სრ-ში გადასვლა დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, რომ უფასო საწვავის მისაღებად 14 საათიდან მიმართონ სტეფანაკერტის 5 ბენზინგასამართ სადგურს. დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ბენზინგასამართ სადგურებთან მოქალაქეების დიდი საცობები იყო.
2023 წლის 25 სექტემბერს, 19:00 საათზე, არცახიდან ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტი-ასკერანის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინის საცავში, საიდანაც ბენზინი მიეწოდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც სურდათ არცახიდან სომხეთში წასვლა.
არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეფანიანმა განაცხადა, რომ არცახის სამედიცინო დაწესებულებები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო სამედიცინო ავიაციის სასწრაფოდ დაშვება სტეფანაკერტში.
26 სექტემბერს, დილით, სრ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტეფანაკერტში ვერტმფრენით გაემგზავრა ექიმთა ჯგუფი საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით. აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხეთში 115000-ზე მეტი სომეხი გადავიდა.