სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა წარმოადგინა სომხეთის მიერ სამხედრო მრეწველობის სფეროში მიღწეული წარმატებები. Armenpress-ის ცნობით, მეორე სომხურ გლობალურ სამიტზე მან აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობისთვის გაცემული ბიუჯეტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა.
„თუ სამხედრო მრეწველობის სექტორის 2020 წლის ბიუჯეტი იყო X ოდენობა, აბა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ თანხის მოცულობა 100-ჯერ გაიზარდა. ამრიგად, თქვენ წარმოიდგინეთ შეკვეთების მოცულობა სამხედრო ინდუსტრიისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა გრიგორიანმა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის სტრატეგიული მიზანია შიდა მრეწველობის წყალობით უმოკლეს დროში დააკმაყოფილოს სამხედრო-ტექნიკური საჭიროებების 25-30 პროცენტი.
„იმედი გვაქვს ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწევთ. ჩემს მიერ აღნიშნულ რიცხვს ბევრი პრობლემა მოჰყვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორი და სამხედრო მრეწველობის სფერო შეძლებს ამ მოცულობის ათვისებას და გააგრძელებს მუშაობას სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურის ასაშენებლად“, – დაასკვნა უსაფთხოების საბჭოს მდივანმა.