მთავარიპოლიტიკა

ეს იყო პირველი ცნობილი ოპერაცია, რომელიც სომხეთის ძალოვნებმა განახორციელეს რუსეთის ძალოვნების წინააღმდეგ. იოანისიანი

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „პიატნაშკას“ (დონეცკის მე-15) ბრიგადის სომხურ-რუსული ქვედანაყოფის „არბატის“ მოსამსახურეებმა შეიარაღებული გადატრიალების განხორციელება სცადეს სომხეთში“. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმირებული მოქალაქეთა კავშირის“ კოორდინატორი დანიელ იოანისიანი  და აღნიშნავს:

„გამოყენებული ტექნიკით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ გადატრიალების მომზადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების გარდა სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ“.

P.S. ეს იყო პირველი ცნობილი ოპერაცია, რომელიც სომხეთის ძალოვნებმა განახორციელეს რუსეთის ძალოვნების წინააღმდეგ. იცოცხლონ ბიჭებმა (და, შესაძლოა, გოგოებმაც)“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ წინასწარი შეთანხმებით ძალაუფლების უზურპაციისთვის ემზადებოდა პირთა ჯგუფი.

მთიანი ყარაბაღის ყოფილ მაცხოვრებლებსა და სომხეთის მოქალაქეებს თვეში 220 000 რუბლის სანაცვლოდ რუსეთში აგზავნიდნენ ახალი იარაღის გასაცნობად და მისი გამოყენების შესასწავლად. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის 7 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათგან 3 დაკავებულია, 4 კი იძებნება.

ნახეთ მეტი
Back to top button