ადამ შიფი აზერბაიჯანის შემოსავლების კონფისკაციას და „არცახის შემოსავლების აღდგენის ფონდში“ გაგზავნას სთავაზობს
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ადამ შიფმა, რომელსაც აქვს სომეხ-ამერიკული ჯგუფის მხარდაჭერა სენატის მოახლოებული არჩევნების წინ, წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი აზერბაიჯანის ფინანსური აქტივების ჩამორთმევისა და მათი „არცახის შემოსავლების აღდგენის ფონდისათვის“ გადაცემის შესახებ. ფონდი კი უნდა შეიქმნას გენოციდური ეთნიკური წმენდის შედეგად არცახიდან იძულებით დევნილი სომხებისთვის, რათა მოხდეს დაკარგული შემოსავლის კომპენსაცია .
ადამ შიფმა კანონპროექტის წარდგენისას კონკრეტულად განაცხადა: „აზერბაიჯანის უწყვეტმა ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა და ეთნიკური წმენდის ტოლფასია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგეს და არცახის მოსახლეობამ მიიღოს კომპენსაცია მათი უზარმაზარი დანაკარგისთვის. ჩემი პროექტი უზრუნველყოფს სამართლიანობას და ფინანსური კომპენსაციის მექანიზმს მათთვის, ვინც ყველაფერი დაკარგა აზერბაიჯანის აგრესიის გამო“.
Hay Dat-ის ვაშინგტონის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა, არამ ჰამბარიანმა მიმოიხილა ეს პროექტი და აღნიშნა:
„ჩვენ ვუერთდებით კონგრესმენ შიფს და ვეძებთ სათანადო უფლებამოსილებას შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან აზერბაიჯანის აქტივების ჩამორთმევისა და არცახის შემოსავლების აღდგენის ფონდისთვის გადაცემისათვის. ეს გაბედული ინიციატივაა, რათა აღდგეს მართლმსაჯულება აზერბაიჯანის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. სომხურ-ამერიკული კომიტეტის ეროვნული საბჭო, რეგიონული ორგანოები და ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამაყობენ, რომ მხარს უჭერენ ადამ შიფს, ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის მეგობარს. მოვუწოდებთ ამერიკელ სომხებს ხმა მისცენ მას აშშ-ს სენატშის წევრობისათვის კენჭისყრაში.