სომხეთის პატრიარქმა თანამეგობრობასა და დაძმობილებულ ეკლესიებს აზერბაიჯანის შემაკავებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მოძმე ეკლესიებს, საეკლესიო და დიპლომატიურ წარმომადგენლებს, მიიღონ ქმედითი ზომები აზერბაიჯანის ექსპანსიონისტური ამბიციებისა და ძალაუფლების პოზიციებიდან წამოყენებული ახალი მოთხოვნების შესაკავებლად. ამის შესახებ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ წმინდა მირონის კურთხევის დროს განაცხადა.
„ასევე მოვითხოვთ სომხეთისგან მიტაცებული სასაზღვრო ტერიტორიების დაბრუნებას, იძულებით გადაადგილებული არცახელი სომხების დარღვეული უფლებების დაცვას, ტყვედ ჩავარდნილი სომხების გათავისუფლებას და არცახის სომხური კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის გადარჩენას მითვისებისა და განადგურებისგან. ძვირფასო ხალხო, აუცილებელია გავერთიანდეთ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო ახალი დანაკარგებისა და რყევისაგან, დავიწყოთ ჯანსაღი დიალოგი შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – დასძინა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა.