პეტერ ფიშერი – არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა, ვფიქრობ, თქვენ, ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ სამომავლოდ საქართველოში
არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა, ვფიქრობ, თქვენ, ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ საქართველოში სამომავლოდ, – ამის შესახებ როგორც 1TV.GE აქვეყნებს, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
გერმანიის ელჩს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს: „დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. შემდეგ მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის საარჩევნო ძალადობის ყველაზე ცუდ სცენარს და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ეს ჩვენ გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არასდროს გამოვცდით საქართველოს შემთხვევაში“.
„არ მინდა სპეკულირება. არჩევნები საქართველოს მოსახლეობის საქმეა. ვფიქრობ, თქვენ ყველამ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორი მმართველობა გსურთ საქართველოში სამომავლოდ და რომელი მიმართულება გსურთ, რომ თქვენს ქვეყანას ჰქონდეს. თქვენზეა დამოკიდებული გადაწყვიტოთ, არ ვიცი, როგორი შედეგები იქნება“, – განაცხადა ფიშერმა.