კულტურა

პლასიდო დომინგო ერევანში კონცერტს გამართავს

საოპერო ხელოვნების ლეგენდა, მსოფლიოში აღიარებული არტისტი პლასიდო დომინგო სომხეთის ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ედუარ თოფჩიანის ხელმძღვანელობით წარდგება.

“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის საინფორმაციო განყოფილებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე სარსუელასადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე დიდი წარმატების შემდეგ დომინგო  ქ. ერევნის მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 8 ოქტომბერს, “არამ ხაჩატრიანის” საკონცერტო დარბაზში გამოვა. კონცერტი ერევნის მუნიციპალიტეტის მთავარი მხარდაჭერით გაიმართება.

საღამოს დომინგოსთან ერთად გამოვა სწრაფი ტემპით საერთაშორისო კარიერის შემქმნელი მსოფლიო საოპერო კონკურსის Operalia 2022 პრიზიორი სომეხი სოპრანო ჯულიანა გრიგორიანი.

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება არიები, დუეტები და პრელუდიები ცნობილი ოპერებიდან, სარსუელებიდან, ასევე პოპულარული მსოფლიო მელოდიებიდან.

„ჩემო ძვირფასო სომხეთში მცხოვრებო მეგობრებო, მიხარია, რომ შემექმნა უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავბრუნდე თქვენს ლამაზ ქვეყანაში და ვიმღერო თქვენთვის. ამჯერად სომეხი ერის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალთან, ჯულიანა გრიგორიანთან ერთად ვიმღერებ. მოუთმენლად ველი ყველა თქვენთაგანისთვის ამ ლამაზ საღამოს, სადაც კიდევ ერთხელ დავტკბებით შესანიშნავი მუსიკით მაესტრო ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობით. ჩვენ მალე შევხვდებით ერევანში“, – განაცხადა პლასიდო დომინგომ თავის შეტყობინებაში.

ედუარდ თოფჩიანი აღნიშნავს, რომ ასეთი დიდი ვარსკვლავის მონაწილეობა ერევნის მე-16 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვისაც. ის ირწმუნება, რომ მოახლოებულმა კონცერტმა მიიპყრო მაყურებლის ყურადღება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მისი თქმით, იმ დღეს ნამდვილი საერთაშორისო კულტურული ფეიერვერკია მოსალოდნელი. ეს პლასიდო დომინგოს მეორე ვიზიტია სომხეთში. პირველად კონცერტზე გამოვიდა 2010 წლის 3 დეკემბერს, სომხეთის ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ერევანის პერსპექტივების“ ფარგლებში. კონცერტს კვლავ ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ედუარდ თოფჩიანი უძღვებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button