პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა

1tv.ge წერს, რომ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ამ საკითხების გარშემო ხვალიდან პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. ამბობს, რომ „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს, ტექნიკური მთავრობის მის მიერ შერჩეულ კანდიდატებსაც წარუდგენს. ვინ და რა კრიტერიუმით შეარჩია პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. კითხვაზე – ხომ არ ვიხილავთ ტექნიკური მთავრობის მეთაურად თავად სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. მედიაში გაკეთებული ეს განცხადებები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიცია დაანონსებული შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულ პრეზიდენტს უწოდებენ და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button