ილონ მასკმა ერევანში გამართული WCIT2024-ის მონაწილეებს მესიჯი გაუგზავნა და Starlink-ის სომხეთში შემოტანაზე ისაუბრა.
ილონ მასკმა, Tesla-ს, SpaceX-ის, OpenAI-ის თანადამფუძნებელმა, ერევანში გამართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (WCIT2024) მონაწილეებს სპეციალური მესიჯი გაუგზავნა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მესიჯი გააჟღერა Viki-ს, Pixel Labs-ის, ასევე მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელის ლიონელ მესის მფლობელობაში მყოფი Play Time Ventures-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სილიკონის ველის მეწარმემ რაზმიგ ჰოვაგიმიანმა.
„ყველას მივესალმები. ვწუხვარ, რომ ამჯერად ერევანში ვერ ვიქნებოდი, მაგრამ იმედი მაქვს შემდეგ ჯერზე პირადად იქ ვიქნები. მე აღფრთოვანებული ვარ Starlink-ის სომხეთში შემოტანისა და დიდი პროექტების განხორციელებით ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, კოსმოსის გამოკვლევიდან ღია და გამჭვირვალე ხელოვნური ინტელექტის განვითარებამდე, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს ადამიანის შემეცნების საზღვრებს“, – შეტყობინებაში აღნიშნა ილონ მასკმა.
სომხეთმა WCIT მეორედ უმასპინძლა, პირველი 2019 წელს გაიმართა. WCIT2024 ჩატარდა 4-7 ოქტომბერს კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში, თემაზე „აზროვნების ძალა. ხელოვნური ინტელექტი საზღვრებს მიღმა ეთიკის ფარგლებში.”