სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში სრულიად რუსული ფესტივალი „ფარაჯანოვი-ფესტი“ გაიხსნა.
სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალურ სახლში სრულიად რუსული ფესტივალი „ფარაჯანოვი-ფესტი“ გაიხსნა.
“არმენპრესის” კორესპონდენტის ცნობით, ინიციატივა სერგეი ფარაჯანოვის სახელობის მოსკოვის თეატრის, რუსეთში სრ საელჩოს კულტურის ცენტრისა და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
ფესტივალი დაიწყო გამოფენით „ფარაჯანოვის ჩრდილები“, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრის 100 ნამუშევარი. შემდეგ მოსკოვის სერგეი ფარაჯანოვის სახელობის თეატრმა წარმოადგინა დიდი კინორეჟისორისადმი მიძღვნილი სპექტაკლი მუსიკალური ანსამბლი „არარატ-ბენდის“ თანხლებით. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ტერიანის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ლილით მელიქიანის საავტორო კრებული „ფარაჯანოვის შვიდი სიმბოლო“.
ფესტივალის გახსნაზე წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის ოლგა ლიუბიმოვას მესიჯი.
რუსეთში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა, ფარაჯანოვის სახელობის თეატრის დამფუძნებელმა ვლადიმერ გაბემ დამსწრე საზოგადოებას მისალმებისას აღნიშნა, რომ ათწლეულების წინ სომხური კინოს მეფის სახელობის თეატრის დაარსებით, ის მიზნად ისახავდა ჰქონოდა კულტურული კერა, რომელიც მუდამ აცოცხლებდა ფარაჯანოვის მიერ დატოვებულ სილამაზის სულს.
„დღეს შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ მან შეასრულა და გააგრძელებს თავისი ფუნქციის შესრულებას, რადგან თეატრმა შემოიკრიბა არა მხოლოდ ცნობილი კინემატოლოგების, სერგეი ფარაჯანოვის თანამედროვეები და იდეოლოგები, არამედ ხელოვნების მოყვარული საზოგადოებაც. დღევანდელი ღონისძიება ამის ნათელი დასტურია“, – დასძინა მან.
ინიციატივის ფარგლებში გაიხსნება ფოტოგამოფენა „ვენეციის საჩუქრები სერგეი ფარაჯანოვს“, რომელიც მოიცავს ცნობილი ფოტოგრაფების და ფარაჯანოვის მეგობრების, იური მეჩითოვის, ვიქტორ ბაჟენოვის და ტატიანა დანილიანცის ნამუშევრებს.
ფესტივალი 30 ოქტომბერს დასრულდება გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მარიამ მერაბოვა, სამეჯლისო ცეკვის მსოფლიო ჩემპიონები არსენ აღამალიანი და ოქსანა ვასილევა, სოფი დევოიანის „სულისა და ცეკვის თეატრი“, მარგარიტა პოზოიანი, ბარსეღ თუმანიანი და სხვები.