ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ 7,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,5-ჯერ გაიზარდა და 8,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ეს მაჩვენებლები გაგრძელდება, წლის ბოლომდე ბრუნვამ შესაძლოა რეკორდულ 14-16 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.