დსთ-ს სესიაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი არასოდეს დათანხმდა მესამე ქვეყნების მონაწილეობას საკომუნიკაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარების მნიშვნელოვან ასპექტად მიიჩნევს. „არმენპრესის“ ცნობით, დსთ-ს ქვეყნების მეთაურების მონაწილეობით გამართულ მცირე სესიაზე მან აღნიშნა, რომ სომხეთი ამ საკითხში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს, რაც ასახულია სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტში „მშვიდობის გზაჯვარედინზე“.
„ამ პროექტის არსი ასეთია: სომხეთი მზადაა უზრუნველყოს მანქანების, ტვირთის, მგზავრების, მილსადენების, კაბელების გავლა თავის ტერიტორიაზე: საქართველოდან ირანში და პირიქით, თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით და ა.შ. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, მგზავრების, მილსადენების, კაბელების გადაადგილება აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
ჩვენს წინადადებებს აზერბაიჯანი გამოეხმაურა და ამბობს, რომ თუ სომხეთს არ სურს კომუნიკაციების გახსნა ის გამოიყენებს ირანის ისლამური რესპუბლიკითნახჭევანთან დაკავშირების შესაძლებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვართ, რადგან ეს ორი ქვეყნის სუვერენული ურთიერთობების საკითხია. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთს სურს რეგიონული არხების გახსნა და რომ ჩვენ მზად ვართ გავუწოდოთ სატრანსპორტო კომუნიკაციები ჩვენი ტერიტორიის გავლით იმავე პირობებით, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ არის გათვალისწინებული. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ გარკვეული გამარტივება საზღვრის კონტროლის პროცედურებში მხარეთა ურთიერთობის, თანასწორობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების პატივისცემის ფარგლებში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა სრულად უზრუნველყოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება და ხალხის მოძრაობის უსაფრთხოება.
„ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი ვალდებულება და ამის გარანტიას ვაძლევთ. სხვათა შორის, ყველა განცხადება, რომ სომხეთი რაღაცა ფორმით შეთანხმდა, რომ მესამე ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ კომუნიკაციის უსაფრთხოებას მის სუვერენულ ტერიტორიაზე, ან ეს რაღაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული, უბრალოდ არ შეესაბამება რეალობას. მის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული ვალდებულებაა. ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ ამას გარანტირებულად გავაკეთებთ“, – დაასკვნა ფაშინიანმა.