ქართველმა მწერალმა ივა ფეზუაშვილმა თავისი რომანის „ბუნკერის“ სომხური თარგმანი სომხეთის მკითხველს წარუდგინა.
„არმენპრესის“ ცნობით, რომანი „ბუნკერი“ არის საგა სიმონიანების ოჯახზე.
„არცახის ომის დროს ოჯახი თბილისში გარბის. ისტორია, რომელიც 24 საათში ვითარდება, არის კონფლიქტების, დრამებისა და გამოწვევების ხვეული, რომელშიც მთელი ოჯახი ერთდროულად აღმოჩნდება“, – ნათქვამია გადმოცემაში.
ქართულიდან თარგმნა შეასრულა ანი ასტატურიანმა, რედაქტორი არქმენიკ ნიქოღოსიანი. წიგნი გამომცემლობა „ანტარესმა“ გამოსცა.
„ეს მშვენიერი შესაძლებლობაა გავიცნოთ, დავამყაროთ ურთიერთობა და შევადაროთ ორი მეზობელი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აზროვნება. ახლა რომ არა, დარწმუნებული ვარ, რომანი მომავალში დიდ ინტერესს მოიზიდავს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ანის, რომელმაც სტილით რთული ენის დაძლევა მოახერხა და აი ეს შესანიშნავი შედეგი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ არამარტო ისევ ერთად ვიმუშავებთ, არამედ სომეხი მწერლების ნაწარმოებებიც ანალოგიურად ქართულად გამოიცემა საქართველოში“, – განაცხადა არქმენიკ ნიქოღოსიანმა.
ქართველმა მწერალმა ივა ფეზუაშვილმაც ხაზი გაუსვა, რომ ისტორიულ მოვლენებს დიდი პასუხისმგებლობით უყურებდა. მან წიგნის შექმნაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ბედნიერია სომხეთში ყოფნით.
მწერალი ქართულ ეზოში გაიზარდა, სადაც სომხებთან თამაშობდა და არასდროს უგრძვნია ეროვნული განსხვავებები. ის ყოველთვის დიდი სიყვარულით ეკონტაქტებოდა და თანამშრომლობდა სომხებთან.
წიგნის პრეზენტაცია-დისკუსიას ესწრებოდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.