აშხაბადში სრ პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო თურქმენი პოეტის მაჰთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო აშხაბადში თურქმენი პოეტის, მოაზროვნის და თურქმენული კლასიკური ლიტერატურის დამაარსებლის მაჰთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
აშხაბადში გამართულ კონფერენციას სლოგანით: “დროებისა და ცივილიზაციების ურთიერთდაკავშირება – მშვიდობისა და განვითარების საფუძველი”, ასევე ესწრებოდნენ სხვა სახელმწიფოს მეთაურები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები მონღოლეთიდან, პაკისტანიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 12 ოქტომბერს თურქმენეთის დედაქალაქში მაჰთუმკული ფრაგის რჩეული ნაწარმოებების სომხური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი დააჯილდოვა თურქმენი პოეტის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლით – მაჰთუმკული ფრაგის შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაციისათვის.