საზოგადოება

სომხეთის მთავრობამ შეღავათიანი პირობებით ელექტრომობილების იმპორტის კვოტა 600 ერთეულით გაზარდა

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 600 რეზერვირებული ელექტრომობილის დისტრიბუციის პროცესის განხორციელება.

 „არსენპრესის“ ინფორმაციით, პროექტი მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა წარადგინა „წელს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უპრეცედენტო აქტიურობა იყო. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 7400 ავტომობილის ლიმიტი გავიდა და საჭიროა 600-ის გადანაწილება. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი და ვნახეთ, რომ მანქანების 71 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო 28,6 პროცენტი მხოლოდ იურიდიული პირების მიერაა შემოტანილი. ახლა ის მანქანები, რომლებიც ნულპროცენტზე ელოდება განბაჟებას, მათი უმრავლესობა ეკუთვნის ფიზიკურ პირებს და ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებსაც ისარგებლონ 600 ლიმიტის შესაძლებლობით“, – განაცხადა გევორგ პაპოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button