საერთაშორისო

ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს – „ჩემი ხმა“

როგორც NETGAZETI წერს, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს.

კერძოდ, „ჩემი ხმა“ ეხმიანება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

„რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.

კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია“, – ნათქვამია „ჩემი ხმის“ განცხადებაში.

„ჩემი ხმის“ განცხადებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას.

ამასთან, „ჩემი ხმა“ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.


“ქართულ ოცნებას” საჯარო მოხელეთა დახმარებით ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.  ანა წითლიძემ დაასახელა კონკრეტული ადამიანების სახელები, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზეწოლას ცდილობენ.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გია ბასილაძეს ამომრჩეველზე ზეწოლის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ბასილაძე მას მატყუარას უწოდებს.

უგულავამ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ენმ-ის ადგილობრივ წევრებთან ერთან ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბასილაძე იყო საჯარო მოხელეთა დიდი შეკრების ორგანიზატორი, სადაც განიხილეს ამომრჩევლებზე ზეწოლის სხვადასხვა ხერხი. მისი თქმით, შეკრება 7 ოქტომბერს სტადიონის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა და 200-250 ადამიანი ესწრებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button