პოლიტიკა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის ლიდერების ტყვეობაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის ლიდერების ტყვეობაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა.
როგორც APA იუწყება, დაკავებულია ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთუნიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით იშხანიანი, გენერალი დავით მანუკიანი და სხვები”. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევონ მნაცაკანიანის ვინაობა არ სახელდება.
აზერბაიჯანული გამოცემის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელისუფლების სულ 14 წარმომადგენელი „სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იქნა პასუხისგებაში მიცემული“.