გია ჯაფარიძე – მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს – ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე „41“ არ გააფერადონ
მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს – აიღონ, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს – ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან, რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია? – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით ჯაფარიძემ ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას. ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული პარტია და ახლა, რასაც ის ცდილობს. დარღვევაზე მეტია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების შესახებ სადამკვირვებლო მისიებს ინფორმაცია თავადაც მიაწოდეს.
„მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, აიღონ, რასაც სთავაზობს „ქართული ოცნება“, ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ, როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, ეს ხომ ის სიმდიდრეა,რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა? გამოართვან, ოღონდ გააფერადონ სხვა ნომერი და არ გააფერადონ „41“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და ამით ცდილობს, რომ აქტივობა დაწიოს და მოქალაქეები არჩევნებზე არ მივიდნენ.
„გამოართვით ყველაფერი, რასაც გაძლევენ. ჩვენ უკვე საქმე გვაქვს წაგებულ, გაკოტრებულ პარტიასთან, რომელსაც აღარ ჰყავს მხარდამჭერები. მისი მხარდამჭერი არის მხოლოდ მოსკოვი და საქართველოში ჰყავს მხოლოდ ბენეფიციარები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მან, ასევე, ისაუბრა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილი საკითხის განხილვაზე. გია ჯაფარიძის მოსაზრებით, ლუქსემბურგში „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებული გზავნილები იქნება კრიტიკული და მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.
„უკვე რამდენიმე თვეა ევროპის კავშირის, სხვადასხვა ინსტიტუტები ამბობენ, თუ რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული, ეს ვისი ბრალია. საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ერთადერთი წინაღობა დღეს, არის „ქართული ოცნება“. ამას ამბობს,როგორც ევროპის კავშირი, ასევე „ევროპის კავშირის“ წევრი სახელმწიფოები. „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადება იყო, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიებიც საქართველოში ასევე ღიად ამბობენ, თუ რა მიზეზით არის შეჩერებული საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ სვლა. „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური ხელისუფლება“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ისტორიული, ურყევი ნების საწინააღმდეგოდ.
„ჩვენი ხელისუფლება აღარ აძლევს დაპირებებს მოქალაქეებს. დაპირება,რომელიც ისმის, გაცემულია მოსკოვის მისამართით. ბოდიშის კამპანია. ეს ემსახურება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის ნიადაგის შემზადებას. ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში არ ნიშნავს შერიგებას, ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას. ჩვენ დანაშაული არასდროს ჩაგვიდენია, ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს ოკუპანტების წინაშე. ბოდიშის კამპანია არის ნიადაგის შემზადება აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ ხელისუფლებასთან, რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ევროპის კავშირს? ამ შემთხვევაში, ევროპის კავშირი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნოს ევროპული მომავალი,“ – განაცხადა გია ჯაფარიძემ.