საზოგადოება

დარონ აჭემოღლუ  – ნობელის პრემიის ლაურეატი

დარონ აჭემოღლუს, საიმონ ჯონსონს და ჯეიმს რობინსონს მიენიჭათ 2024 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში “კვლევისათვის, თუ როგორ ყალიბდება ინსტიტუები და გავლენას ახდენენ კეთილდღეობაზე“, ნათქვამია ნობელის პრემიის X გვერდზე.

ჯილდო დღეს  სტოკჰოლმში გადაეცათ. ეს არის ბოლო ჯილდო წელს და ღირს 11 მილიონი შვედური კრონი (1,1 მილიონი დოლარი).

„ქვეყნებს შორის უზარმაზარი შემოსავლების უთანასწორობის შემცირება ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა“, – თქვა იაკობ სვენსონმა, ეკონომიკური მეცნიერებების პრიზის კომიტეტის თავმჯდომარემ.

“გამარჯვებულებმა აჩვენეს საჯარო დაწესებულებების მნიშვნელობა ამის მისაღწევად”, – დასძინა სვენსონმა.

ნახეთ მეტი
Back to top button