„კლასიკური ევროვიზიის კონკურსი მოზარდი მუსიკოსებისთვის“ 2026 წელს სომხეთში გაიმართება
ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, 2026 წელს სომხეთში გაიმართება კონკურსი “მოზარდი მუსიკოსების კლასიკური ევროვიზია”.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის კონკურსი 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი.
საზოგადოებრივი ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ჰოვჰანნეს მოვსისიანი ამბობს: „ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ ევროვიზიის ამ ფორმატის – „ახალგაზრდა მუსიკოსების კლასიკური ევროვიზიის სიმღერის კონკურსის“ მასპინძლობა სომხეთში. საზოგადოებრივი ტელეკომპანია და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სომხეთი 2026 წელს კლასიკური მუსიკის ცენტრად აქციოს. ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით ჩვენს ქვეყანაში ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს“.
ქანონისტი ნარეკ კაზაზიანი სომხეთიდან ამ შეჯიბრში პირველად 2012 წელს იყო. შემდეგი მონაწილეობა გვქონდა 12 წლის შემდეგ, 2024 წელს. სომხეთს ჰობოისტი ჰაიკ ჰექექიანი წარმოადგენდა. კლასიკური ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოზარდი მუსიკოსებისთვის 1982 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2026 წელს კონკურსის მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება.
„კლასიკური ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის შესანიშნავი პლატფორმა ნიჭისა და შემოქმედებისთვის, რომელიც აერთიანებს ხალხს მუსიკის საშუალებით“, – თქვა ჟან-ფილიპ დე ტენდერმა, მედია დირექტორმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ის აღნიშნავს, რომ ბედნიერები არიან, რომ სომხეთი 2026 წლის მასპინძელი ქვეყანაა და მოუთმენლად ელიან ერთობლივ მუშაობას ამ დიდი ღონისძიების ფარგლებში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები კონკურსის დაწყებამდე გახდება ცნობილი.