მთავარისაზოგადოება

მიმდინარე წლის 9 თვეში 16 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა განცხდება სომხეთის  მოქალაქეობისთვის

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის შეწყვეტის პროცესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, მოხდება სერვისების გაციფრულება და ფასების გადახედვა. შსს-ს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის უფროსმა, არმენ ღაზარიანმა „ARMENPRESS“- თან საუბარში აღნიშნა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის პროცედურები.

„მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის პროცედურების აღსაქმელად რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს წარმოგიდგენთ. 2000-იან წლებში მოქალაქეობაზე განაცხადის რაოდენობა 3-4 ათასის ფარგლებში იყო, 2010 წლიდან 5-6 ათასამდე წელიწადში, 2018 წლიდან მოქალაქეობაზე განაცხადი მკვეთრად გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა პიკს 2022 წელს მიაღწია და 25 ათასს გადააჭარბა. 2023 წელს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა და  შეადგინა 19 ათასი. 2024 წლის პირველ 9 თვეში უკვე გვაქვს 16 ათას 60 განაცხადი.

ეს მხოლოდ მოქალაქეობის მიღების მაჩვენებელია, ამას ემატება მოქალაქეობის შეწყვეტის მონაცემები, საშუალოდ 3 ათასი.  ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახური ყოველწლიურად იკვლევს 30 000-მდე საქმეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არმენ ღაზარიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის უზარმაზარი დატვირთვა და არსებული არასრული ინსტრუმენტარიუმი არ იძლევა საშუალებას, რომ ეს საქმეები ეფექტურად განიხილებოდეს.

შემოთავაზებულია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის შეწყვეტის ელექტრონული პროცედურის დაწესება. მოქალაქეობის მიღება ან შეწყვეტა გულისხმობს ერთ სრულ საქმეს, სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობას ერთსა და იმავე საქმეზე. ახლა ყალიბდება საქმისწარმოების სისტემა, რომლის ზოგიერთი კომპონენტი ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისთვის, ნაწილი კი იმ დეპარტამენტებისთვის, რომლებიც ამ საქმეებზე იმუშავებენ.

 რას მიიღებს მოქალაქე პრაქტიკაში?

„მოქალაქეობის განაცხადს თან ერთვის არაერთი დოკუმენტი, რომელსაც ზოგჯერ სჭირდება თარგმანი და დამოწმება. საქმის განსახილველად აუცილებელია ამ დოკუმენტების პაკეტი სრული იყოს. ამიტომ, მის დასასრულებლად პირს რამდენჯერმე უწევს ადმინისტრაციულ ორგანოში მისვლა. ჩვენ ვთავაზობთ მართვის ელექტრონულ სისტემას, სადაც პირი წინასწარ ატვირთავს ყველა საჭირო დოკუმენტს, განიხილება განაცხადი, სისრულის დადასტურების შემთხვევაში  პირი ირჩევს დღეს და ერთხელ ეწვევა ადმინისტრაციულ ორგანოს“, – განაცხადა არმენ ღაზარიანმა.

ახალი ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს შორის ხანგრძლივი, შრომატევადი დოკუმენტირების  თავიდან აცილებას. ამ უკანასკნელს შეეძლება მოცემულ საქმეზე მუშაობა  ერთიან პლატფორმაზე. შედეგად, კონკრეტულ პერიოდში უფრო მეტი საქმის განხილვა იქნება შესაძლებელი.შემოთავაზებული ცვლილებებით ასევე იგეგმება მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის შეწყვეტის სახელმწიფო ბაჟის გაზრდა და 1000 და 25000 დრამის ნაცვლად  დაწესდება 50 000 და 150 000 დრამის. ამ ნაწილში მოქმედი გადასახადის ოდენობა განაზღვრული იყო  1997 წელს და მისი განახლება არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. ეს ცვლილება არ ეხება მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილ და დროებით მფარველობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში შევა ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებიდან 10 თვის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button