საზოგადოება
სომხეთი თანამშრომლობს აშშ-სთან თავდაცვის ყველა სფეროში – გენერალური შტაბის უფროსი
სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს თავდაცვის სექტორის ყველა სფეროში. თუ რა სახის თანამშრომლობა არსებობს აშშ-თან თავდაცვის სფეროში ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა პრესკონფერენციაზე თქვა:
„ჩვენ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან თავდაცვის ყველა სფეროში, ეს არის თანამშრომლობა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. გამოქვეყნდა ოფიციალური მესიჯი ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით, წაიკითხეთ სიახლეები, ასახულია ჩვენი თანამშრომლობის მიმართულებანი“, – განაცხადა ასრიანმა და უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, არის თუ არა ამერიკიდან იარაღის ჩამოტანის შესაძლებლობა.