საზოგადოება

სომხეთი 2025 წელს თავდაცვის ხარჯებს 20 პროცენტით გაზრდის

სომხეთი 2025 წელს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად 664,7 მლრდ დრამს დახარჯავს. ამის შესახებ 2025 წელს ეროვნულ ასამბლეაში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე. ამის შესახებ 28 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, კაპიტალური ხარჯების 55,8 პროცენტი თავდაცვის სექტორზე იქნება მიმართული. „ამ ნაწილში დანახარჯები 664,7 მილიარდი დრამი ( ≈ 2 მილიარდი დოლარი)  იქნება, რაც 20%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან“, – აღნიშნა მინისტრმა.

შედეგად, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს შეადგენს. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს 2024 წელთან შედარებით  0,7 პროცენტით მაღალია.  ეს არის ჩვენი ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან მთელი ჩვენი ძალა აქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ამგვარად, სომხეთის ხელისუფლება, როგორც მან აღნიშნა, არსებული პოტენციალის ინვესტირებას ახდენს თავდაცვის განვითარებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button