ეკონომიკა

2025 წლის ბიუჯეტის უპრეცედენტო ხაზი.  რა მიზნით იზრდება სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი?

სომხეთის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ორი სექტორიდან ყველაზე დიდი ბიუჯეტის ასიგნებებით პირველი სოციალურია, მეორე – თავდაცვის. მომავალ წელს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასიგნებები უკვე შეფასებულია, როგორც უპრეცედენტო.

პარლამენტის მუდმივმა კომიტეტებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა  დაიწყეს მიმართულებებისდამიხედვით. საბოლოო შესწორებები 7 ნოემბრამდე განხორციელდება, შემდეგ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 12 ნოემბერს მოწვეული მორიგი სესიების დღის წესრიგში შევა.

მომავალ წელს სომხეთის  მთავრობა თავდაცვის სექტორისთვის 660 მილიარდ დრამაზე მეტი ანუ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას სომხეთის უსაფრთხოებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა  გააცნო.

„თავდაცვის სექტორში გაწეული დანახარჯები 664,7 მილიარდი იქნება და 20%-ით გადააჭარბებს თავდაცვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს“.

ანალიტიკოსებმა აღნიშნული ასიგნებები უკვე უპრეცედენტო შეაფასა.

აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშის მიხედვით, სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება სამხედრო, საბრძოლო ტექნიკის, მანქანების, საკომუნიკაციო სისტემის აღჭურვილობის, ყაზარმებისა და ტექნიკური ქონების, საკვების, აღჭურვილობის, იარაღის შესაძენად. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, რა დრამით გამოყოფს სახელმწიფო იარაღის შესაძენად.

ნახეთ მეტი
Back to top button