კულტურა

რუსეთიდან სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდა, სხვა ქვეყნებიდან კი – გაიზარდა

სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 6,9 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ 2025 წლის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომაზე სრ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანესიანმა  განაცხადა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინასწარ განხილვაში.„იანვარ-სექტემბერში სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის კლებამ 6,9 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებული იყო რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობის 21,6 პროცენტით შემცირებით. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 8,4 პროცენტით, რაშიც  დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს“, – განაცხადა ჰოვანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button