ეკონომიკა
სომხეთს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს
რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საბაზო საპროცენტო განაკვეთი აქვს სომხეთს. სომხეთში ეს მაჩვენებელი 7,25%-ია.
იგივე საპროცენტო განაკვეთებია აზერბაიჯანშიც.
tradeeconomics-ის მონაცემებით, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 8%, რუსეთში 21%, ირანში 23%, თურქეთში 50% განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით შეამცირა და დაადგინა 7,25%-ი.