საზოგადოება

ჟენევის წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარში სომხეთისა და სომეხი მძევლებისთვის მსოფლიო ლოცვა აღევლინება

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო იწვევს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს შეუერთდეს სომხეთისთვის ლოცვის დღეს, რომელიც გაიმართება 10 ნოემბერს ჟენევის წმინდა პეტრეს ტაძარში ევროპის  დროით 17:00 საათზე. საერთო ლოცვის ცერემონია ტარდება COP29 კონფერენციის გახსნის საწინდარზე, რომელიც წელს აზერბაიჯანში იმართება.

მისმა უწმინდესობამ უზენაესმა პატრიარქმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ყველას მოუწოდა, შეუერთდნენ ლოცვას აზერბაიჯანში მყოფი სომეხი მძევლებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ ჩატარებული ასეთი გლობალური ლოცვა წაახალისებს ქრისტიანული თემების, დიპლომატიური მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობას“, – თქვა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა ძალისხმევა გაზრდის გლობალურ ცნობიერებას ამ მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ და ხელს შეუწყობს მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც დაფუძნებულია სიმართლესა და სამართლიანობაზე“.

ეხმაურება რა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ამ მიმართვას, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მოუწოდებს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს შეუერთდეს 10 ნოემბერს სომხეთისთვის ლოცვის დღეს მშვიდობის, ლტოლვილების მხარდაჭერისა და ომის მძევლების განთავისუფლებისთვის.

10 ნოემბერი არ არის შემთხვევით შერჩეული დღე. მეორე დღეს ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების მოლაპარაკება COP29 დაიწყება. COP29 სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანში არალეგალურად მყოფი 23 სომეხი მძევლის, ასევე აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების უპირობო გათავისუფლებას.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო სომხეთისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვას სომხურ თემთან თანამშრომლობით გამართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button