29 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუსეთის ფედერაციაში გურგენ არსენიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა მერკვილაძეს.
„არმენპრესის“ ცნობით, რუსეთში სომხეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და საქართველოსთვის ორმხრივი ინტერესის საკითხები. გაცვალეს აზრები რუსეთში სომხეთის საელჩოსა და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების დეპარტამენტს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე.
ელჩმა არსენიანმა კოლეგას მიულოცა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, – ნათქვამია განცხადებაში.