მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია უნდა მოხდეს ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. ოლივიე დეკოტინი

საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის პროცესს, რომელიც უნდა მოხდეს ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ  გორისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საფრანგეთის ელჩმა სომხეთში ოლივიე დეკოტინიმ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ორ ქვეყანას შორის დაწყებულ დელიმიტაციის პროცესს და ეს უნდა მოხდეს ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ“, – განაცხადა ელჩმა.

25 ოქტომბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოახდინეს ორი ქვეყნის საზღვრის სადემარკაციო კომისიების ერთობლივი საქმიანობის რეგულირების რატიფიცირება.

ნახეთ მეტი
Back to top button