Cop29-ის მასპინძელი აზერბაიჯანი გაზის მოპოვების მასიური გაფართოებისთვის ემზადება. The Guardian
აზერბაიჯანი, რომელიც მასპინძლობს Cop29 გლობალურ კლიმატის სამიტს, მნიშვნელოვნად გააფართოვებს გაზის წარმოებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ამის შესახებ წერს ბრიტანული პერიოდული The Guardian.
კრიტიკულ მოლაპარაკებები არ უნდა აკონტროლონ „მათ, ვინც დაინტერესებულია სამყარო დამოკიდებული იყოს წიაღისეულ საწვავზე“.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Socar-ი და მისი პარტნიორები აპირებენ გაზარდონ ქვეყანაში გაზის წლიური მოპოვება არსებული 37 მილიარდი კუბური მეტრიდან 49 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2033 წლისთვის. ამავდროულად, Socar-ი ცოტა ხნის წინ დათანხმდა 2026 წლისთვის გაზის ექსპორტის გაზრდას ევროკავშირში 17%-ით.
Cop29 სამიტი, რომელიც 11 ნოემბერს იწყება, ტარდება იმავე დროს, როდესაც მეცნიერები ამბობენ, რომ ნახშირორჟანგის რეკორდული ემისიები ნიშნავს “კაცობრიობის მომავალი ბეწვზე ჰკიდია”. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ 2021 წელს განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს წიაღისეული საწვავის ახალი ექსპლუატაცია, თუ CO2-ის ემისია 2050 წლისთვის ნულს გაუტოლდება.
იმავდროულად, სოკარმა 2023 წელს თავისი კაპიტალური დანახარჯების 97% ნავთობისა და გაზის პროექტებზე გამოყო. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც აზერბაიჯანი დაინიშნა Cop29-ის მასპინძელად, კომპანიამ წამოიწყო “მწვანე ენერგიის განყოფილება”, რომელიც პირობას დებს ინვესტირებას ქარისა და მზის ტექნოლოგიებში. მაგრამ Socar-ის განახლებადი ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ მცირეა.
აზერბაიჯანის კლიმატის სამოქმედო გეგმა სექტემბერში Climate Action Tracker-მა შეაფასა “კრიტიკულად არაადეკვატური”.
„აზერბაიჯანი მიეკუთვნება ქვეყნების მცირე ჯგუფს, რომლებმაც შეასუსტეს თავიანთი კლიმატის მიზნები [და] ქვეყანა აორმაგებს წიაღისეული საწვავის წარმოებას“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი და სოკარი ასევე ბრალდებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. ავტორებმა განაცხადეს, რომ კლიმატის კრიზისის დასაძლევად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს სიტყვის თავისუფლება და დაიცვას ადამიანის უფლებები.
უპასუხა რა აზერბაიჯანში გაზის მოპოვებისა და ენერგორესურსების გადასვლასთან დაკავშირებულ კითხვაზე, Cop29-ის წარმომადგენელმა, თქვა: „აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას გაზის სიმძლავრეებში, ევროპის მოთხოვნის საპასუხოდ, გაზარდოს გაზის მიწოდება რუსეთიდან მიწოდების შეფერხების შემდეგ“. გლობალურმა შეფასებამ დაასკვნა, რომ საჭიროა “სათბურის გაზების ემისიების დაუყოვნებელი და ღრმა შემცირება”.
Cop29-ის სპიკერმა დაამატა: „აზერბაიჯანი ინტენსიურად ავითარებს მზის და ქარის მდიდარ რესურსებს, როგორც მისი ვალდებულების ნაწილი გახდეს მწვანე ენერგიის წამყვანი მიმწოდებელი“.
აზერბაიჯანი აპირებს გაზარდოს გაზის წარმოება მესამედით მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო წიაღისეული საწვავის კომპანიები, სავარაუდოდ, 41,4 მილიარდ დოლარს დახარჯავს ქვეყნის გაზის საბადოებზე, ნათქვამია ახალ ანგარიშში.
გაზის მოსალოდნელი მოპოვება გამოიმუშავებს დაახლოებით 780 მილიონ ტონა CO2-ს, რაც ორჯერ მეტია გაერთიანებული სამეფოს წლიურ ემისიაზე.
Socar-ი თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს წიაღისეული საწვავის კომპანიებთან, მათ შორის BP, TotalEnergies, რუსული ნავთობის გიგანტ Tatneft და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო ნავთობკომპანია Adnoc-თან.
აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული წიაღისეული საწვავის შემოსავლებზე, რომელიც შეადგენს საექსპორტო შემოსავლების 90%-ს და მთავრობის შემოსავლების 60%-ს.
„უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ხელმძღვანელობენ [Cop29] მოლაპარაკებებს, იყვნენ ნამდვილი კლიმატის ლიდერები და არა ისინი, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ მსოფლიო წიაღისეულ საწვავზე იყოს დამოკიდებული“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ბრალდებები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანამ 2001 წლიდან მოყოლებული 263-ჯერ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მათ შორის წამების სამი შემთხვევა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის 30 შემთხვევა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ასახელებს აზერბაიჯანს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ქვეყნებს შორის პოლიტიკური უფლებების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ. 2022 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობამ აზერბაიჯანი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საჯარო სექტორში მეორე ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანად დაასახელა.
აზერბაიჯანში დაფუძნებულმა ნავთობის მუშაკთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ Socar-იც დაადანაშაულა ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დარღვევასა და გარემოს დაბინძურებაში.