მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მთავრობამ ადგილობრივ მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს  არჩევნების შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ მითითებები მისცა

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანში რეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მედიამ მიიღეს ინსტრუქციები არჩევნების შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ. დამოუკიდებელი აზერბაიჯანული Mikroskop Media-ის ინფორმაციით, ინსტრუქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაგზავნა, რომელიც რამდენიმე ძირითად საკითხზე ინსტრუქციებს შეიცავს.

 დირექტივაში ხაზგასმული ძირითადი პუნქტებია:

– ამომრჩევლებმა ომისა და კონფლიქტების ნაცვლად მშვიდობა, განვითარება, ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების აღნიშვნა აირჩიეს.

 – საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ტერიტორიების პრობლემების მოგვარებას, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

– საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ აზერბაიჯანის რეგიონულ პოლიტიკას, პრეზიდენტის პოზიციას და აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას.

– არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა დასავლურ პოლიტიკას საქართველოში და მის მცდელობებს შეექმნა გამყოფი ხაზები რეგიონში.

– ოპოზიცია რომ გაიმარჯვოს, ეს იქნება “დასავლეთის მხარდაჭერილ” პრეზიდენტთან ერთად რეგიონის დაყოფა.

 რაც შეეხება სომხეთს, რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ სავარაუდოა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანაც გააცნობიერებს, რომ ის ამ რეგიომს ეკუთვნის.

ნახეთ მეტი
Back to top button