აზერბაიჯანული ტყუილი ამბერდზე
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ამბიციების პოლიტიკის ფარგლებში, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ მეცნიერებს დაავალა შეესწავლათ და მსოფლიოს წინაშე წარედგინათ „დასავლეთი აზერბაიჯანი“. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „დასავლეთი აზერბაიჯანი ისტორიული აზერბაიჯანული ტერიტორიაა და ქალაქებისა და სოფლების სახელები აზერბაიჯანული წარმოშობისაა“.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდის „გეღარდის“ სტატიაშია ნათქვამი.
სასარგებლოს სასიამოვნოსთან შერწყმით აზერბაიჯანელი მეცნიერები დიდი ენთუზიაზმით წავიდნენ ალიევის დავალების შესასრულებლად და გამოყოფილი თანხის მისათვისებლად. უფრო მეტიც, არ სრსებობს მნიშვნელოვანი დასაბუთებები, ისტორიული წყაროები და ობიექტურობა. სქემა შემდეგნაირად მუშაობს. „კვლევისთვის“ ირჩვდნენ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ისტორიულ და კულტურულ ობიექტს, დაარქმევენ აღვანურს ან თურქულს, იტყვიან, რომ სომხებმა მიითვისეს და მასალაც მზადაა და ფულიც მათ ჯიბეშია.
ა. ბაკიხანოვის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის ფაიკ ისმაილოვის ცრუ და ალოგიკური მტკიცებულებით სტატია გამოაქვეყნა აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „აზერტაჯმა“.
ის იწყება შესავალი ნაწილით, სადაც აღწერილია, რომ თურქი ხალხები ოდესღაც თაყვანს სცემდნენ ციურ ღვთაებებს და ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი ბანაკის აშენებას მაღალ ადგილზე. რადგან ამბერდიც მაღლა დგას, ის ალბანური ხუროთმოძღვრების ნიმუშია (თანამედროვე აზერბაიჯანული ისტორიოგრაფია აზერბაიჯანულ წარსულში თურქული და სლბსნური კომპონენტების შერწყმას ცდილობს, შემდეგ, აზერბაიჯანელი მკვლევარის აზრით, განძასარის მსგავსია). ეკლესიის კედლებზე სომხური დამწერლობის არსებობასაც თავისი „ახსნა“ აქვს. „სომხებმა ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაამატეს, რათა ციხე მიეთვისებინათ“, – ამბობს აზერბაიჯანელი ავტორი. მესამე „ფაქტი“ არის ის, რომ მე-11 საუკუნეში ფაჰლავუნების მეფობის დროს აშენებული აბანო არის მე-20 საუკუნეში შექმნილი აზერბაიჯანის აბანოების არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ტიპიური ნიმუშია.
სინამდვილეში ამბერდის ციხე თავისი მიმდებარე შენობებით არც აზერბაიჯანულია, არც თურქული და არც ალბანური, თუმცა გარკვეულ პერიოდში დაპყრობილი ჰქონდათ სელჯუკებს.