სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გენერალურ ბიუჯეტს წელს 231 მილიონი დოლარი მისცა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინასწარი განხილვისას პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გადახდილ და მიღებულ საბაჟო გადასახდელებზე ისაუბრა.
„2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გენერალურ ბიუჯეტს სომხეთიდან 231 მილიონი დოლარი დაერიცხა, სომხეთში კი შემოვიდა 138 მილიონი დოლარი, ბალანსის სხვაობა 93 მილიონი დოლარია, ანუ სომხეთი 93 მილიონი დოლარით მეტს აძლევს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბიუჯეტს, ვიდრე იღებს“, – განაცხადა მინისტრმა. 2023 წელსაც ბალანსი უარყოფითი იყო.