საერთაშორისო

4 ნოემბერს აქცია რუსთაველის გამზირზე – რა გეგმები აქვს ოპოზიციას?

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ცნობას ქართული მედია ქვეყნებს.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება.

“ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის შეხვედრას “ძლიერი საქართველოს” ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button