ეკონომიკა
ევროკავშირის პროექტი სომხეთისთვის 270 მილიონი ევროს მხარდაჭერის შესახებ დასკვნით ეტაპზეა
„მდგრადობა და ზრდა“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი სომხეთისთვის 270 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერას გეგმავს.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინასწარი განხილვისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა.
„მდგრადობა და ზრდა“ პროგრამის ფარგლებში იგეგმება სომხეთის მხარდაჭერა 270 მილიონი ევროს ოდენობით. პროგრამა 4 წლიანია. პროექტი საბოლოო ეტაპზეა“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.