საზოგადოება

ბაქო აყოვნებს სომეხ ტყვეებს ერევანზე ზეწოლის მიზნით –  ექსპერტი COP 29-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ

Euronews-ის წყაროების ცნობით, აზერბაიჯანში გამართულ COP-29 სამიტში მონაწილეობა უკვე 100-ზე მეტმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა დაადასტურა. ამის შესახებ ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის ლიდერებმა განაცხადეს.   თუმცა, ამის პარალელურად, ისეთი საკვანძო ქვეყნების ლიდერები, როგორიცაა საფრანგეთი, აშშ-ი და რუსეთის ფედერაცია, იმავე წყაროს ცნობით, ბაქოში არ წავლენ. აზერბაიჯანში არც ევროკომისიის პრეზიდენტი წავა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიღებენ მონაწილეობას COP-29-ში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში, რომელიც 11-22 ნოემბერს ბაქოში გაიმართება, იტყობინება Euronews-ი

ჯო ბაიდენის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა ადრე დაადასტურა.

ხოლო  ევრაკომისიის თავნჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ „როიტერს“ ლაიენის პრესსპიკერმა  აცნობა, რომ  კომისია გარდამავალ ფაზაშია, ამიტომ თავმჯდომარე  ყურადღებას გაამახვილებს თავის ინსტიტუციურ მოვალეობებზეო.

პოლიტოლოგი არა პოღოსიანი „რადიოლურთან“ საუბარში განმარტავს, რომ კონფერენციაში რუსეთის ფედერაციის, აშშ-ს პრეზიდენტები და ევროკომისიის ხელმძღვანელი სხვადასხვა მიზეზით არ მიიღებენ მონაწილეობას.

„იმას, რომ ევროკავშირი  არ მონაწილეობს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. გავიხსენოთ, ევროკავშირში და ცალკეულ ქვეყნებში  განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი გარკვეულწილად ცვლის დამოკიდებულებას აზერბაიჯანის მიმართ. ამას დაუმატეთ აზერბაიჯანის ელჩის მიერ ბელგიაში სომხეთის ელჩზე თავდასხმა“.

აშშ არჩევნების შემდგომ პერიოდშია და ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანს არ ეწვია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის შემთხვევაში, პოლიტოლოგი პოღოსიანის აზრით, შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა. ზოგადად, ზემოაღნიშნული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობა არ არის განპირობებული არა იმით, რომ აზერბაიჯანი დიქტატორული ქვეყანაა, არამედ არსებობს გარკვეული პოლიტიკური დამოკიდებულება, მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან ბაქოს მიმართ.

საერთაშორისო ექსპერტი დავით კარაპეტიანი მიაჩნია, რომ საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ს პრეზიდენტები და ევროკომისიის თავმჯდომარის  ბაქოში ჩასვლა ან არ ჩავსვლა მნიშვნელოვანი არ არის.  უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა რეაგირებას მოხდენს ბაქოს მიწვევაზე ერევანი.

„სომხურმა მხარემ წარმოადგინა წინადადება ტყვეებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს აზერბაიჯანის მიერ მანიპულაციის სუბიექტად არ განიხილებოდეს და ულტიმატუმად არ იყოს წარმოდგენილი. ჩემი ინფორმაციით, იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომტყვეები  დაებრუნებინათ, როგორც სიმბოლური ნაბიჯი ჩვენი მონაწილეობის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბაქო ერევნის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აუცილებელია იმის გაგება, თუ რით არის განპირობებული წასვლა, რადგან არ წასვლის აზრი შეიძლება ბევრად უფრო გამართლებული იყოს, ვიდრე წასვლა“.

დავით კარაპეტიანის აზრით, სომხეთის დელეგაციის აზერბაიჯანში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბაქომ შეუძლია საფუძვლად დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ერევანი უარყოფს ბაქოს ჰუმანიტარულ ნაბიჯს.

ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა სომეხი პატიმრების დაბრუნების საკითხზე და COP-29-ში სომხეთის შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა, გამოთქვა მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილების სამიტში მონაწილეობა პატიმრების დაბრუნების გარეშე არ იქნება სწორი.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში 23 სომეხი პატიმარია, მათგან 8 არცახის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაა. ბაქომ მათ სერიოზული შეთითხნილი ბრალდება წაუყენა და სასამართლო პროცესებს უკანონოდ აჭიანურებს.

ნახეთ მეტი
Back to top button