ეკონომიკა

იქ სადაც ეკონომიკური სარგებელია ომზე არ ფიქრობენ,   აზერბაიჯანშიც კი   –  პაპოიანი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ შესახებ

ჩვენ შემოგვაქვს, ხორბალი, ბრინჯი, ვიყენებთ მათ და შემოვიტანთ ხორბალსა და ბრინჯს მომავალშიც.  ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს, ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, უპასუხა რა კითხვას  უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის იმ განცხადებაზე, რომ სტრატეგიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია  ბრინჯის  ხორბლის ნაცვლად გამოყენება დავიწყოთ.

კითხვაზე, წავა თუ არა აზერბაიჯანი სამხედრო ესკალაციაზე და არსებოსბ თუ არა ასეთი საფრთხე,  მან უპასუხა. „ყველა ამ შეშფოთების აღმოსაფხვრელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სამშვიდობო შეთანხმება და „მშვიდობის გზაჯვარედინი“. მეტიც, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ არ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და სამხრეთს ჩრდილოეთთან. თუ ეს ეკონომიკური ინტერესები იარსებებს  სომხეთსა და აზერბაიჯანში, არსად, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში და არსად არ იფიქრებენ ომზე, რადგანაც ამ ტერიტორიით არა თუ  სომხეთი და აზერბაიჯანი,   მსოფლოს ყველა დიდი და პატარა სახელმწიფოც ფულს გამოიმუშავებენ“, – თქვა მან.

პაპოიანმა აღნიშნა, რომ არ იცის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღების შესახებ, მაგრამ თუ რაიმე დაბრკოლება არ წარმოიქმნება, სომხეთი მზადაა, ერთ კვირაში მოახდინოს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ორგანიზება“.

ნახეთ მეტი
Back to top button