ფინანსთა სამინისტრო, ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან, რომ სომხეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი წინ მიიწევს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ოვანისიანმა ეროვნული ასამბლეის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედ კომიტეტში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა:
„ჩვენი შეფასებით რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი იქნება 5,4 პროცენტი, წინა წლებში საშუალოდ იყო 4,5 პროცენტი ან ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩვენ შევედით ზრდის ახალ ტრაექტორიაზე“, – განაცხადა ოვანესიანმა.
მისივე თქმით, 2025 წელს 5,6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, რაც ძირითადად შიდა მოთხოვნის ზრდით იქნება გამოწვეული.
„ჩვენი მიზანია საშუალოვადიან პერსპექტივაში დავალიანების სტაბილიზება დაახლოებით 54 პროცენტის ფარგლებში, 60 პროცენტის დონეს არ აღემატებოდეს, სხვადასხვა რისკების მატერიალიზაციის შემთხვევაშიც კი“, – განაცხადა ოვანესიანმა.