ეკონომიკა

ქაჯარანის გვირაბის მშენებლობისთვის სომხეთი 200 მილიონი დოლარის სესხს მიიღებს  –   პროექტი დამტკიცდა

სომხეთმა და ევრაზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდიდან 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ ქაჯარანის გვირაბის მშენებლობისა და M2 გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის.

სომხეთი ეროვნული ასაბლეის  ფინანსურ-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებზე მუდმივი კომიტეტის სხდომაზე  სომხეთის რესპუბლიკის  ტეიტორიული მართვისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ქრისტინე ყალაჩიანმა  განაცხადა, რომ  სომხეთი არის  პროექტის თანადამფინანსებელი.  მისი სიტყვები ამ საინვენსტიციო შეთანხმებას ხელი მოწერა 2024 წლის 26 ივლისს.

 დაგეგმილია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად არსებული მარშრუტი 14 კილომეტრით შემცირდება, ავტომობილების საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ-ს მიაღწევს, ქაჯარანი-აგარაკის გზის მარშრუტი დაახლოებით 40-ით შემცირდება. საპროცენტო განაკვეთი დადგენილია 20 წლამდე, საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებში პროექტს დადებითი დასკვნა მისცა ეროვნული ასამბლეის ფინანსურ-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებზე მუდმივმა კომიტეტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button